ნებისმიერ გრიპისს ვირუსს იქნება ეს სეზონური გრიპი, პანდემიური ღორის გრიპი, ფრინველის გრიპი თუ კორონა ვირუსი შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გართულებები:
* ზემო სასუნთქი გზების დაავადებები ( სინუსიტი - ცხვირის ღრუს წიაღის დანამატი წიაღების ანთება, ოტიტი - ყურის ანთება, კრუპი).
* ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები ( პნევმონია - ფილტვების ანთება, ბრონქიოლიტი, ასთმის შეტევა).
* გულის ანთებითი დაავადებები ( მიოკარდიტი, პერიკარდიტი).
* ნევროლოგიური დარღვევები ( მწვავე ინფექციების შემდგომი ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, ფებრილური კრუნჩხვა, ეპილეფსიური სტატუსი)
* დეჰიდრატაცია (გამოშრობა) ან შოკის სინდრომი.
* თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
პაციენტებს რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად:
* ფილტვის პათოლოგია;
* გულის პათოლოგია;
* თირკმელების უკმარისობა;
* შაქრიანი დიაბეტი;
* სისხლის დაავადება;
* იმუნური სისტემის დეფიციტი და ა.შ.
განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანუ მეოთხე თვიდან მეცხრე თვის ჩათვლით და პაციენტებში შუა ხნის ასაკიდან ზევით.

Comments
Post a Comment