თავდაპირველად A ვიტამინი სტაფილოდან მიიღეს და მისი ჯგუფის წარმომადგენლებს, კაროტინოიდები (სტაფილოს ინგლისური შესატყვისი - carrot) უწოდეს. კაროტინოიდები – ბიოლოგიურად აქტიური ცხიმში ხსნადი მცენარეული პიგმენტებია, რომლებიც ქიმიური აგებულებით და ფიზიკურ – ქიმიური თვისებებით ახლოს არის მრავალ ჟანგბადშემბოჭველ პიგმენტებთან. დაახლოებით 10 სხვადასხვა კაროტინოიდს ახასიათებთ პროვიტამინ A – ს ბიოლოგიური აქტივობა. მათი გარდაქმნა A ვიტამინად ხდება ნაწლავებში და მარაგდება ღვიძლში. ამ გარდაქმნის ინტენსივობა დამოკიდებულია ნაღვლისა და ლიპიდების ოდენობაზე.
კაროტინოიდები მცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ზღვის წყალმცენარეებში არსებობს, ხოლო ორგანიზმში ჟანგვითი პროცესის შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა. სულ ხუთასამდე რიგის კაროტინოიდია ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილ კაროტინოიდს განეკუთვნება b - კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პროვიტამინს წარმოადგენს.
ვიტამინ A-ს აქტრიური ფორმაა რეტინოლი, რეტინალი და რეტინმჟავა.
რისთვისაა A ვიტამინი ანუ რეტინოლი?
A ვიტამინი ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ. განსაკუთრებით სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს კანის და ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებზე. ხელს უშლის თვალის კონიუქტივიტის გამოშრობას; მონაწილეობს როდოპსინის მხედველობის პიგმენტის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის სუსტ სინათლესთან ადაპტაციას. ახდენს სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების სინთეზის სტიმულირებას; ხელს უწყობს ჩონჩხის აგებულებას; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დაბალი ტემპერატურის და ინფექციური დაავადებების მიმართ. აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას და აუმჯობესესბს კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას;
რეტინოლი ორგანიზმში გარდაიქმენბა რეტინოლფოსფატად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესში. რეტინოლფოსფატი აუცილებელია ნორმალური ზრდის რეგულაციაში და ლორწოს სეკრეციისათვის საჭირო ნივთიერებების წარმოსაქმნელად. იგი მოქმედებს როგორც სტეროიდული ჰორმონი, არეგულირებს ზრდას და დიფერენცირებას. ვიტამინი A ასევე საჭიოა ნორმალური ეპითელური ქსოვილის შესანარჩუნებლად, რკინის მატრანსპორტირებელი ცილის- ტრანსფერინის სინთეზისათვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად და გააჩნია კიბოსგან დამცავი ეფექტი,ვიტამინი А და b - კაროტინი ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან და სიმსივნეების პროფილაქტიკისათვის კარგ საშუალებას წარმოადგენენ. b - კაროტინის ანტიოქსიდური მოქმედება კი წინააღმდეგობას უწევს გულისა და არტერიების დაავადებებს სისხლში ,,კარგი’’ ქოლესტერინის დონის მაღლა აწევით.. ბავშვის სისხლში А ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას (ბატონების) ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.ის აგრეთვე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აშუშებს მზით დამწვრობით გამოწვეულ იარებს და აუცილებელი ვიტამინია ემბრიონის განვითარებისათვის.

რომელი პროდუქტები შეიცავს A ვიტამინს ?
A ვიტამინის ბუნებრივი წყაროები შეიძლება იყოს ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის.
ცხოველური წყაროებია:
• ყველი
• კვერცხის გული
• თევზი, თევზის ქონი
• ნატურალური კარაქი
• საქონლის ხორცი
• ქათმის ხორცი
• ნატურალური რძე და რძის პროდუქტები
• ღვიძლი (ღვიძლის კვირაში ერთ ჯერზე მეტად მიღება არ არის რეკომენდირებული).
მცენარეული წყაროებია:
ისპანახი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, წითელი წიწაკა, მანგო, პაპაია, გარგალი, გოგრა,პომიდორი, პრასი, ძარხველი, ნიორი, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ოხრახუში,სოია, ბარდა, ატამი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი, ბალი; იონჯა, ჭარხლის ფოთოლი, ოროვანდის ფესვი, სვია, შვიტა, ჭინჭარი, შვრია, ოხტახუში, პიტნა, მრავალძარღვა, მაყვლის ფოთოლი, სამყურა, ასკილი, სალბი, იის ფოთოლი, დათვის კენკრა, მჟაუნა; კაროტინოიდები მცენარეს აძლევენ მოყვითალო-სტაფილოსფერ ან მუქ მწვანე შეფერილობას და ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. საყურადრებოა, რომ მარცვლეული პროდუქტები და ადუღებული რძე A ვიტამინს აღარ შეიცავს.
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ვიტამინი A?
ზრდასრული ადამიანისათვის ყოველდღიურად საჭიროა:
• 0.7 მილიგრამი მამაკაცებისათვის
• 0.6 მილიგრამი ქალებისათვის
ჩვენი ორგანიზმი საკვებიდან საკმარის A ვიტამინს იღებს,ამიტომ არ არის საჭირო მისი დამატებით მიღება, თუ რა თქმა უნდა ამას ექიმი არ დაგინიშნავთ.
საკვებიდან მიღებულ ზედმეტ A ვიტამინს ორგანიზმი ინახავს საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად, ამიტომ აუცილებელი არაა მისი ყოველდღიურად მიღება.
A ვიტამინის მაქსიმალური უსაფრთხო დღიური ნორმა არის 1.5 მილიგრამი.
А ვიტამინის მოხმარება იცვლება კლიმატის ცვალებადობის მიხედვით: დაბალ ტემპერატურაზე (სიცივეში) მასზე მოთხოვნა გაცილებით დაბალია, ვიდრე მაღალ ტემპერატურაზე (ზაფხულში, მზის ქვეშ).
რენდგენული სხივების მიღებისას А ვიტამინის მარაგი ღვიძლში ძლიერ მცირდება.
რას იწვევს A ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში ?
მსუბუქი ფორმიით A ვიტამინის ნაკლებობა უსიმპტომოა. მაგრამ, ინფექციების განვითარების რისკი მომატებულია. ასევე მომატებულია უშვილობის რისკი მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის დაქვეითების ხარჯზე.
A ვიტამინის გამოკვეთილი ნაკლოვანების დროს ძირითადად ზიანდება მხედველობა, კანი და ლორწოვანი გარსები, ირღვევა იმუნური სისტემა, ხელს უშლის ნორმალურ ზრდას, კბილების და ძვლების ფორმირებას.
იწვევს ე.წ. ღამის სიბრმავეს, წყლულებს თვალის გარსზე, თვალის სიმშრალეს, ბადურის დაზიანებით გამოწვეულ სიბრმავეს,
კანის სიმშრალეს, ელასტიურობის დაკარგვას და ქავილს, თმის გამოშრობას, ფრჩხილები ხდება მსხვრევადი, ჩნდება გამონაყარი ან/და ლორწოვანი გარსები შრება. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლინებისას უცილებელია მიმართოთ ექიმს, რადგან A ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.
რა მოხდება თუ A ვიტამინს ჭარბი რაოდენობით მივიღებთ?
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი ჭარბი - დღეში 1.5 მგ-ზე მეტი რაოდენობის მიღება შეიძლება მომწამვლელი იყოს ორგანიზმისთვის. ჰიპერვიტამინოზის (სიჭარბის) სიმპტომები, ჩვეულებრივ გამოიხატება ძვლის ტკივილით იზრდება მოტეხილობების რისკი განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, შეიძლება სიწარბე გამოიხატოს ქერცლოვანი დერმატიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, გულისრევით და დიარეით. ნორმალური საკვებით კვების დროს ჰიპერვიტამინოზი პრაქტიკულად შეუძლებელია, ის ძირითადად ვითარდება ვიტამინის შემცველი პრეპარატების გადაჭარბებული მიღებისას
მულტივიტამინების უმეტესობა შეიცავს ვიტამინ A-ს. ვიტამინი A- ს მაღალი შემცველობა აქვს თევზის ქონსაც (fish liver oil). თუ ასეთ მულტივიტამინებს ან თევზის ქონის კაპსულებს ღებულობთ, მაშინ უნდა შეამციროთ ამ ვიტამინის რაოდენობა საკვებში. გახსოვდეთ, დღიურად მიღებული (საკვებთან ერთად) ამ ვიტამინის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მილიგრამს.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს დედისა და ნაყოფისათვის A ვიტამინი აუცილებელია, დიდი რაოდენობით A ვიტამინის მიღება ვნებს ნაყოფს, ამიტომ საჭიროა დამატებითი სახით ვიტამინების მიღებისას გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და შეათანხმოთ ექიმთან.

Comments
Post a Comment