ვიტამინი K (მენადიონი) ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ბუნებაში არსებობს ორი ფორმით რომელსაც ადამიანი ითვისებს I - K 1 (ფილოხინონი) შეიცავს ბოსტნეული, ხილი და საკვების სხვა ფორმები. K 2 (მენახინონი) მიიღება ნაწლავებში არსებული ბაქტერიული ფლორისგან.
რისთვის არის ვიტამინი K?
ვიტამინი K აუცილებელია ღვიძლში პროთრომბინის (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი ცილის) სინთეზისათვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში. ამასთან, მისი არსებობა ღვიძლში აუცილებელია შედედების სხვა ფაქტორების სინთეზისათვის. პროთრომბინისა თუ შედედების სხვა ფაქტორების დეფიციტის დროს სისხლი ნელა ან საერთოდ არ დედდება და სულ მცირე დაზიანებასაც კი შეუძლია გახანგრძლივებული სისხლდენა გამოიწვიოს. ის ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას; ოსტეოკალცინის სინთეზს – ძვლის ქსოვილის ცილას, საიდანაც კრისტალიზირდება კალცი; ასევე ახდენს ოსტეოპოროზის (მსხვრევადი და მყიფე ძვლები) პროფილაქტიკას. ის ზრდის სისხლძარღვთა კაპილარების სიმტკიცეს, ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ის ასევე უზრუნველყოფს თირკმლის ნორმალური მუშაობას და სისხლძარღვების ფუნქციონირებას.
რომელი პროდუქტები შეიცავს K ვიტამინს?
K ვიტამინის ბუნებრივი წყაროები შეიძლება იყოს ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის. გვხვდება ძირითადად, მცენარეების მწვანე ნაწილში.
ესენია: ასკილი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჩვეულებრივი კომბოსტო, ოხრახუში, ჭვავი, შვრია, მწვანე პომიდორი, სოიო, სტაფილო, გოგრა, მარწყვი, კარტოფილი, ჭარხალი, ავოკადო, კიტრი, ახალი ხახვი, სალათის ფოთოლი, კივი, მწვანე ვაშლი, ლაიმი, ლობიო პარკი, ბარდა და ა.შ
ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია კვერცხი და ღვიძლი.
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ვიტამინი K?
ბალანსირებული კვება ანაზღაურებს ადამიანის მოთხოვნილებას ამ ვიტამინზე, რაც დღე-ღამეში 1,8-2,2მგ-ს შეადგენს.
ბავშვები 0-6 თვე 2 მიკროგრამი დღეში
ბავშვები 7-12 თვე 2.5 მიკროგრამი დღეში
ბავშვები 1-3 წლამდე 30 მიკროგრამი დღეში
4-8 ბავშვები წლამდე 55 მიკროგრამი დღეში
ბავშვები 9-13 წლამდე 60 მიკროგრამი დღეში
გოგონები 14-18 წლამდე 75 მიკროგრამი დღეში
ბიჭები 14-18 წლამდე 75 მიკროგრამი დღეში
ქალები 19 წლის და ზემოთ 90 მიკროგრამი დღეში
კაცები 19 წლის და ზემოთ 120 მიკროგრამი დღეში
ქალი, ორსული ან ძუძუთი (19 წლამდე) 75 მიკროგრამი დღეში
ქალი, ორსული ან ძუძუთი (19-50) 90 მიკროგრამი დღეში
ჩვენი ორგანიზმი საკვებიდან საკმარის K ვიტამინს იღებს,ამიტომ არ არის საჭირო მისი დამატებით მიღება, თუ რა თქმა უნდა ამას ექიმი არ დაგინიშნავთ.
დამტებითი სახით ის გამოიყენება ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში, სისხლდენების შესამცირებლად.
რა იწვევს K ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში ?
ვიტამინი K დეფიციტი შედარებით იშვიათად ხდება, რადგან მას შეიცავს ბევრი საკვები და შეიძლება ასევე ჩამოყალიბდეს ჩვენი ნაწლავის ფლორის მიერ. თუ არსებობს ვიტამინ K დეფიციტი, ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია გარკვეული პრეპარატების
გამოყენების, არასწორი დიეტის, კიბოს, შინაგანი და გარეგანი სისხლდენების, ღვიძლის ან/და კუჭ-ნაჭლავის დაავადებების გამო.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება ვიტამინის K დეფიციტის მიზეზი შეიძლება გახდეს , რადგან ისინი ანაგურებენ ნაწლავიში სასარგებლო ბაქტერიებისაც.
ქოლესტერინის დონის შემამცირებელი პრეპარატებიც ამცირებენ K ვიტამინის შეწოვას. ხოლო ის პაციენტები, რომლებიც ანტიკოაგულანტებს ( სისხლის შედედების შემფერხებელი და თრომბის გაჩენის საწინააღმდეგო სამკურნალო ნივთიერებანი) ღებულობენ მიდრეკილნი არიან ოსტეოპოროზისაკენ, ვინაიდან ეს პრეპარატები ანეიტრალებენ K ვიტამინს.
რას იწვევს K ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში?
K ვიტამინის დეფიციტი იწვევს სისხლდენებს, განსაკუთრებით ყურადსაღებია ახალშობილებში აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი ჰემორაგიების მხრივ. მაგ. ინტრაკრანიალური სისხლდენა;. ახალშობილებში K ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღმოცენდეს დაბადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამიტომ ახალშობილებს ამ ვიტამინს უსხავენ მშობიარობის შემდგომ დეფიციტის პრევენციისთვის ზოგიერთ შემთხვევაში. ასევე ხელი ეშლება კალცის ათვისებას და სისხლძარღვების ფუნქციონირებას.
რა მოხდება თუ K ვიტამინს ჭარბი რაოდენობით მივიღებთ?
ვიტამინი K- ის გადაჭარბება მხოლოდ ძალიან იშვიათად გვხვდება, ვინაიდან ვიტამინი არ აქვს ტოქსიკური ეფექტი, რამდენადაც ამ ეტაპზე ცნობილია (მიმდინარეობს კვლევითი პროცესები) თუ ძალიან მაღალი დოზებია გაჟღენთილი, შეიძლება მოხდეს ალერგიული კანის რეაქცია . ანალოგიურად, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ჩვილებში, შეინიშნება სისხლის შემადგენლობაში შემავალი ცვლილებები: განსაკუთრებით მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზი).

Comments
Post a Comment