უნდა შევიკავოთ თავი დაცემინებისგან თუ არა?

ამ საკითხს „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა“ (BMJ) ვრცელი სტატია მიუძღვნა.
დაცემინების შეკავებამ შეიძლება ყელის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის ტოლფასი ტრავმა გამოიწვიოს. „როცა აცემინებთ, სხეულიდან ჰაერის ნაკადი 240 კმ სიჩქარით გამოიტყორცნება. ცხვირისა და პირის ბლოკირებით ასეთი ძლიერი ჰაერის ნაკადის შეჩერება ძალიან სახიფათო მანევრია და შეიძლება, სერიოზული ტრავმა გამოიწვიოს. გარდა ამისა, დაცემინების შეკავების დროს შიდა ქალის წნევა საგრძნობლად მატულობს. ტვინისკენ სისხლის მიწოდება ჩერდება, სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები კი კომპრესიას განიცდის, რაც თავის ტკივილსა და ხანდახან სმენის პრობლემებსაც იწვევს. ასე რომ, არასოდეს შეიკავოთ დაცემინება“, - გვირჩევს ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ენტონი აიმატი. სტატიის ავტორები განმარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუმცა მაინც არსებობს.


Comments