არსებობს სიმპტომები, რომლის გამოვლენის შემთხვევაში აუცილიბელია ინფექციონისტის კონსულტაცია ან/და მკურნალობის სტაციონარში გაგრძელება. მათ შორის აღსანიშნავია ცხელება, რომელსაც თან ახლავს:
* სუნთქვის რიტმის დარღვევა: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ან გახშირება
* გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას.
* მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში.
* ძილად მივარდნა, აგზნება, ძლიერი სისუსტე.
* ბავშვებში - სწრაფი ან ხმაურიანი სუნთქვა.
* სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, რასაც სპეციალური ხელსაწყოთი ადგენენ.
* ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე.
* თანმხლები დაავადებების დამძიმება.
* დეჰიდრატაცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, შარდის გამოყოფის შემცირება ან ლეთარგია.
* ცნობიერების მოშლა.
ასეთი პაციენტებისთვის არ შეიძლება მოწევა ან მწეველთა გარემოში ყოფნა.
Comments
Post a Comment