ოზონი (O3) არის ჟანგბადის ალოტროპი, აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს. ოზონი წარმოიქმნება წვიმის და ჭექა-ქუხილის შედეგად. არსებობს მისი ლაბორატორიაში მიღების ხერხი (3(NH4)2S2O8 + 6HNO3 + 3H2O → 6NH4NO3 + 6H2SO4 + O3)
ოზონი ყველაზე მეტად 2900 A-ზე უფრო მოკლე ტალღის სიგრძის მქონე რადიაციას შთანთქავს, ამიტომ რადიაციის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ნაწილი არ აღწევს დედამიწის ზედაპირს.
ყოფით ცხოვრებაში მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ყველაზე თანამედროვე და ეფექტური საშუალება ვირუსებთან, ბაქტერიებთან, მიკრობებთან, სოკოებთან და სხვა მავნებლებთან საბრძოლველად. ოზონი 3000 ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ქლორი. ის წმენდს ჰაერს 99.99 %-ით. ეფექტურად მუშაობს როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. გარდა ამისა შთანთქავს სიგარეტის გამონაბოლქვს, აქრობს უსიამოვნო სუნს, თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს ნებისმიერი ზომის საყოფაცხოვრებო გამწოვი საშუალება შესაბამისი ზომის ოზონატორმა სამზარეულოსა და სააბაზანოში.
თანამედროვე ოზონატორები უკვე მცირე ზომის კომპაქტური და მოსახერხებელი გახდა, მათი ტარება და გამოყენება შეიძლება ყველგან, სახლში, სამსახურში, ბაღებსა და სკვერებში დასვენების დროს, მანქანაში და საერთოდ ყველგან სადაც ხართ.
ოზონატორის გამოყენება ასევე სრულიად უსაფრთხოა ბოსტნეულის, ხილისა და სხვა პროდუქტების ზედაპირული დეზინფექციისთვის. ის უსაფრთხოა ასევე შინაური ცხოველებისა და რაც მთავარია ბავშვებისთვის.
ოზონით დეზინფექციის შემდგომ აღარ არის საჭირო დამატებით შხამ-ქიმიკატების გამოყენება, ასევე მნიშვნელოვნია, რომ დეზინფექციის შემდგომ არ ტოვებს ნარჩენს. ამდენად ის წარმოადგენს ყველაზე უსაფრთხო დეზინფექტანტს.


Comments
Post a Comment