ვის ემართება ხშირ შემთხვევაში ვირუსული პნევმონია?

გრიპის ვირუსის გართულება უპირატესად გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციის თანდართვით ორგანიზმის იმუნური ძალების დსუსტების ფონზე. 

ყველაზე საშიში გართულებები გახლავთ პნევმონია (ფილტვების ანთება) მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), გლომერულონეფრიტი (თირკმელების ანთება), მენინგოენცეფალიტი (ტვინის გარსის ანთება) და ა.შ. 



პნევმონია შეიძლება იყოს ვირუსული ან მეორეული ბაქტერიული ან/და ორივე ფაქტორის ერთდროული ზემოქმდების საფუძველზე.

მეორეულ ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და ინფლუენცას ჩხირი. ეს მიკრო ორგანიზმები ყველა ჯანმრთელი ადამიანის ცხვირ-ხახაში ბინადრობენ. მათი აქტივაცია მაშინ ხდება, როცა ბრონქებისა და ფილტვების თავდაცვითი მექანიზმი სუსტდება. 

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია ხშირია პაციენტებში, რომელთაც გულის დაავადებები აწუხებთ მაგალითად: გულის მანკის ნაირსახეობა - მიტრალური ხვრელის სტენოზით. ხანში შესული ადამიანებს, პაციენტებს რომელთაც აწუხებთ ფილტვის ქრონიკული დაავადებები - ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, მუკოვისციდოზი და სხვა სასუნთქი გზების დაავადებები.  

Comments