ვისთვისაა განსაკუთრებით საშიში გრიპის ვირუსი?

 პაციენტებს რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად: 

* ფილტვის პათოლოგია;

* გულის პათოლოგია;

* თირკმელების უკმარისობა;

* შაქრიანი დიაბეტი;

* სისხლის დაავადება; 

* იმუნური სისტემის დეფიციტი და ა.შ.

პაციენტებს შუა ხნის ასაკიდან ზევით.

განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანუ მეოთხე თვიდან მეცხრე თვის ჩათვლით.



ზემოთ ჩამოთვლილ პაციენტებში შეიძლება ვირუსს მოყვეს მთელი რიგი გართულებები. პირველ რიგში, პნევმონია. ის შეილება განვითარდეს, როგორც უშუალოდ ვირუსის ზემოქმედებით ე.წ. ვირუსული პნევმონია, ასევე ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად ე.წ. მეორეული ბაქტერიული პნევმონია. ხშირია შემთხვევები, როცა ორივე ფაქტორი ერთდროულად ზემოქმედებს.  უშუალოდ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია იშვიათია, მაგრამ რთული.

დადგენილია, რომ გრიპის დროს გულსისძარღვთა, სასუნთქი სისტემებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობა მკვეთრად უარესდება, ამ ორგანოთა ფუნქციის გაუარესება კი შესაძლოა შეუქცევადი და სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც იმატებს გრიპის ეპიდემიების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ცნობილია, რომ ფარულად, კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარე გულის უკმარისობის გამოვლენა, მისი ნიშნების - ქოშინის, კიდურების შეშუპების, გულის ფრიალის - აღმოცენება უმეტესად სწორედ გრიპის ფონზე ხდება. 

Comments