სელენი




სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი მეშვეობით ხდება გლუტათიონპეროქსიდაზას (ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტის) სინთეზი. სელენი იცავს დნმ - ის სტრუქტურას, ახორციელებს უჯრედების ნორმალური დაყოფის კონტროლს, ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. სელენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხელშეწყობა, თიროიდული ჰორმონების დონის ნორმალიზაცია. თიროქსინი სელენდამოკიდებულია. მონოდეიოდინაზის მონაწილეობით კონვეგირდება აქტიურ ფორმად- ტრიოდთირონინად. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან ასევე იცავს გულის კუნთს მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისაგან, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას, სელენი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას, ასტიმულირებს ფრჩხილებისა და თმის ზრდას და ანელებს დაბერების პროცესს. სელენი ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტი- ათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური მოქმედებით. სელენი მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმელური ფუნქციისთვის. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას. კვლევებით დადგენილია რომ ორგანული სელენი არ არის ტოქსიკური. მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ ხდება 19 % -ით მეტად ვიდრე არაორგანული სელენის და არ აქვს გამოხატული გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ.

6-დან 12 თვემდე საჭიროა 15 მკგ; 1-დან 6 წლამდე - 20 მკგ; 7-დან 10 წლამდე - 30 მკგ; 11-დან 14 წლამდე - 40-45 მკგ.

სელენს პრაქტიკულად ყოველგვარი საკვები შეიცავს, მაგრამ მისი ძირითადი წყარო მარცვლოვანი კულტურებია: ხორბლის ღივი, სიმინდი, ბრინჯი, წიწიბურა, ქერი. ქათმის ერთ კვერცხში 31 მკგ სელენია. მისი მარაგი რომ არ დაიკარგოს, უკეთესია, კვერცხი თოხლოდ მოვხარშოთ. საკმაო ოდენობითაა სელენი ზღვის პროდუქტებსა და თევზშიც. მათ შორის გამოირჩევა თინუსი. ასევე მდიდარია ამ მიკროელემენტით ხორცი: ძროხის ხორცი შეიცავს - 40 მკგ, ქათმის - 55 მკგ, ინდაურის - 71 მკგ იხვის - 68 მკგ, აგრეთვე ღვიძლი - 53 მკგ. ბოსტნეულიდან სელენის შემცველობით გამოირჩევა ხახვი, პომიდორი, ბროკოლი...



Comments